ნათესავებმა ნათესავი სუფრაზე შეშის ნაჭრით მოკლეს. სად მოხდა საზარელი შემთხვევა რომელიც ახლახანს გავრცელდა? – geonewest.com
ახალი ამბები

ნათესავებმა ნათესავი სუფრაზე შეშის ნაჭრით მოკლეს. სად მოხდა საზარელი შემთხვევა რომელიც ახლახანს გავრცელდა?

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ნათესავების ოჯახში საქეიფოდ იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან მყოფ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა.

ორმა პირმა მამაკაცს თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა, შემდეგ სისხლი მობანა და ქუჩაში გადააგდო.

მამაკაცი საქართველოში ერთი წლის წინ რუსეთიდან დაბრუნდა და მკვლელობის სავარაუდო ჩამდენებთან მეგობრობულ ურთიერთობაში იმყოფებოდა.

მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

Back to top button