
ავარიას თელავში 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა – შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი გაუსკდა.
შედეგად, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 38 წლის მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
მომხდარის ზუსტ გარემოებებს სამართალდამცველები სწავლობენ.
მთავარი ამბები კახეთიდან



