
სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებში დიდუბეში. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების ქვეშ არის მოყოლილი.
როგორც თვითმხილველები “ტვ. პირველს” უყვებიან, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.
ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურები.



