
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანში. ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ადამიანებს დაეჯახა. ინფორმაცია გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და წერს, რომ არიან დაშავებულები. თუმცა, იქვე კომენტარებში ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს: „გარდაიცვალა ის ადამიანი სამწუხაროდ. იქ “კარფურში” მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა სამსახურიდან“.



