
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.



