
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს სასულიერო პირი მართავდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე შევარდა.
ავარიის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ქალს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება და ამჟამად ოპერაცია უტარდება.
წყარო: resonancedaily .com



