
ბულგარეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.



