ახალი ამბები

(ფოტო) ავარიაში სკოლის მოსწავლე დაიღუპა! – ცნობილია გარდაცვლილი ახალგაზრდა კალათბურთელის ვინაობა, რომელიც საშინელ შემთხვევას ემსხვერპლა

კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა – ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. შემთხვევა კასპში მეოთხე სკოლასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საგანგებო მიმართვას ავრცელებს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ “ვსა”-ს U18 გუნდის ნიჭიერი კალათბურთელის, შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვსა-ს სახელით ​თანაგრძნობას ვუცხადებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს ამ უმძიმეს წუთებში. შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები“, – წერია სამძიმრის წერილში.

Back to top button