
ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



