ახალი ამბები

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

გარდაიცვალა “ავერის ფარმას” მარკეტინგის ხელმძღვანელი თაკო ცერცვაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

“მშვიდობით თაკო, ერთი ფოტო მინდოდა და ვერ ავარჩიე, ყველგან ულამაზესი ხარ. ვუსამძიმრებ ოჯახს, “ავერსს”, შენს გოგოებს. ასე რომ დაადუმე ყველა, მოუნელებელი ამბავია…” – წერს გარდაცვლილის ახლობელი მარეხი ბარჯაძე სოციალურ ქსელში.

თაკო ცერცვაძის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სოციალურ ქსელში მის შესახებ უამრავი ემოციური პოსტი ვრცელდება:

“რა სამწუხაროა. როგორ მეგონა, გამოჯანმრთელდებოდა”…

“რამდენი ვიბრძოლეთ თაკო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ”…

“უსაყვარლესი და ულამაზესი თაკო, ღმერთო, რატომ?! როგორი იმედი მქონდა, რომ დაგვიბრუნდებოდა ჯანმრთელი”…

“ბევრი ამბობს, სამსახურს ოჯახი არ უნდა უწოდოო, მაგრამ ყველაფერს თავისი გამონაკლისი აქვს… “ავერსი” ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ერთი დიდი ოჯახია. დღეს კი ამ ოჯახის თითოეულ წევრს ერთი საერთო ტკივილი გვაერთიანებს, ოჯახის ერთი წევრი დავკარგეთ… სული მეწვის”…

“გოგო, რომელიც ალამაზებდა სამყაროს… ეს ის მომენტია, გულთან ერთად სულიც რომ გტკივა და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს, სანამ ამის საშუალება გვეძლევა… გითანაგრძნობთ ყველას, ვინც ამ საოცრება გოგოს იცნობდით! ნათელი შენს სულს, ჩემო მშვენიერო!”

“როგორ არ ველოდი, დაუჯერებელია, წარმოუდგენელი”…

“ყველას ჩვენი თაკო ცერცვაძე გვყავდა “ავერსში” – ციმციმა, ბრჭყვიალა და მხიარული. 10 წელი მის ღიმილიან სახეს ვუცქერდი “ავერსში”. ძალიან მენანები ჩემო ლამაზო თაკო ნათელში იყოს შენი სული”…

“დაუჯერებელია, რომ აღარ შემოგოგმანდება კლინიკაში ჩვენი ციფერთვალება, უკარგესი და ულამაზესი თაკო… რაც ეს საშინელება გავიგე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ყურში სულ შენი ხმა მესმის თაკო. ძალიან დაგვაკლდები ყველას. ალბათ, იქაც ზეციურ საქართველოში შენნაირები უნდათ… მშვიდობით… ასე უცებ, მოულოდნელად გაგვიფრინდი”…

“საშინელი ტრაგედია, დაუჯერებელია, ჩვენი თაკო”…

Back to top button