ახალი ამბები

ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპულ დედა-შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ – “რა ვუთხრა მის ოჯახის წევრებს, მის ნათესავებს”

ზემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპული ვერონიკა ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა, ეკლესიიდან უკვე გამოასვენეს. ტაძართან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან ერთად სრულიად უცნობი მოქალაქეებიც მივიდნენ. ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ჭირისუფლებს უსამძიმრებენ.

“გული გვეწვის, სული გვეწვის… რატომ, რატომ? ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას. რატომ დაიღუპნენ, რისი გულისთვის?”, – ამბობს მოქალაქე. 

“საშინელებაა, ენით აუღწერელი ამბავი მოხდა… სიტყვები უძლურია, რა ვუთხრა მის ოჯახის წევრებს, მის ნათესავებს. სრულიად საქართველოს ტრაგედიაა ეს”, – ამბობს ადგილზე მისული კიდევ ერთი მოქალაქე. 

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.  

ტვ პირველი

Back to top button