ახალი ამბები

დიდი ტრაგედია დატრიალდა, 25 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა.

ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, სოფელ ცხაკაიასთან, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Back to top button