
საქართველოში, 3.8(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
“დღეს თბილისის დროით 13:57წუთზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 19 კმ-ში და სოფელი მამიშლარიდან 4 კმ-ში მოხდა 3.8(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა” – წერია განცხადებაში.



