
მთავარი ამბების” ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.



