
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული ლაშა კირვალიძეა. შემთხვევა 11 ივლისის ღამეს მოხდა. მთავარის ინფორმაციით, ილიას ტბიდან მომავალი მანქანა, რომელშიც კიდევ 5 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
როგორც შსს-ში მთავარს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.



