
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა, დაშავდა ერთი მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
დამატებით დეტალები უცნობია.



