ახალი ამბები

“მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები.

გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

“კვირის პალიტრა” ანა ბერიანიძის ბიძაშვილს, ირმა ამბარდნიშვილის ესაუბრა.

“როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…

არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>

Back to top button