ცნობილია თურქეთში, ავარიის შედეგად დაღუპული ქართველი ქალის ვინაობა
სამი პირი დაიღუპა თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. აქედან ერთი ახალგაზრდა ქალი ბათუმიდანაა. იგი წლებია ზუგდიდში ცხოვრობდა და ქალაქის ცენტრში მცირე ბიზნესი – ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, თურქეთში გაზიანთებიდან ადანაში მიმავალ მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი და მისი დედამთილ-მამამთილი. ისინი დღეს დაკრძალეს თურქეთში. რაც შეეხება სამი წლის გოგონას და მის მამას, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკაში რჩებიან და მათ გადარჩენას ექიმები ცდილობენ.
40 წლამდე ქალის ცხედარს ხვალ ბათუმში ჩამოასვენებენ. მთელი ოჯახი კი ზუგდიდში ბარამიას დასახლებაში გირით ცხოვრობდა.
„როგორი ძნელი და რთულია ნინიკო შენზე წარსულში ლაპარაკი, ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული ნუთუ ასეთი უსამართლოა ეს ცხოვრება, ჯერ ხომ ყველაფერი წინ გქონდა… დაუჯერებელია ყველასთვის შენი ამბავი. უფალს ებარებოდე, მუდამ გვემახსოვრები”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
წყარო: khatnews. ge