ახალი ამბები

საშინელი ტრაგედია დატრიალდა სამეგრელოში. სულ რაღაც 35 წლის იყო.

ჩხორია–ლიის საავტომობილო გზაზე ორი დღის წინ მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალი ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში წუხელ გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები” ავრცელებს.

დაღუპულია მალ­ვი­ნა გუ­ლუა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს საათებში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ.

გამოცემის ცნობითვე, საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

Back to top button