რა დეტალები ხდება ცნობილი დედაზე, რომელმაც ახალშობილის მოკვლა სცადა – geonewest.com
ახალი ამბები

რა დეტალები ხდება ცნობილი დედაზე, რომელმაც ახალშობილის მოკვლა სცადა

აჭარაში ქალმა ახალდაბადებულ ბავშვს ყელი გამოჭრა. საზარელი შემთხვევა კლინიკა “მედინაში” გამთენიისას მოხდა.

ბავშვის მკვლელობის მცდელობაში საავადმყოფოს სანიტარია მხილებული, რომელიც ორსულობას თვეების განმავლობაში მალავდა. როგორც კლინიკის დირექტორი “პირველებთან” საუბარში ყვება, 40 წლამდე ქალი წლების განმავლობაში მათთან უმცროსი მედდის პოზიციაზე მუშაობდა.

ირკვევა, რომ ქალი გუშინ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა და მედპერსონალმა მისი ძებნა დაიწყო. მოგვიანებით მათ საზარელი სურათი ნახეს: ქალი სისხლისგან იცლებოდა, მძიმე მდგომარეობაში იყო ახალშობილიც.

ტუალეტში შესულა და უმშობიარია. დიდი რისკია, ორჯერ ნაკესირალი მშობიარობა… მკვდარია ეს ბავშვი, რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული. ცალკე ეს ქალი გახდა საშარო, ცალკე ეს ბავშვი. ბავშვს სისხლი დანაკარგი, ამ ქალსაც უამრავი სისხლი დანაკარგი. მერე ატყდა ერთი ამბავი. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ როგორი მდგომარეობა, იცით? ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს. ქალთან ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას და ვართ ასეთ დღეში, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

მედიკოსის თქმით, ქალი საკუთარ მდგომარეობას თანამშრომლებს უმალავდა.

ქმარი ჰყავს ინვალიდი, გაშორებულია… ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მემგონი, ურთიერთობა არ აქვთ და არის “ლევად” გაჩენილი ეს ბავშვი. ეტყობა, მალავდა.

განყოფილების გამგემ, 400 კაციანი კოლექტივია, ჰკითხა, ჯანმრთელობით როგორ ხარ, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო და არაო და იქით დაწყევლა, მე არაფერი მჭირს, ეტყობა, გავსუქდიო. ძალიან რთულია, ზოგს ისე არ ეტყობა, როგორც ყველას, – ამბობს უნგიაძე.

კლინიკა “მედინაში” საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება.

წყარო: tv პირველი

Back to top button