
სამტრედიაში უბედური შემთხვევისას დაღუპული ბიჭი 21 წლის დავით კიკვაძეა – შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.



