ქუთაისელი ახალგაზრდა ემიგრაციაში გარდაიცვალა – ვინ აღმოჩნდა დაღუპული და რას წერენ მასზე?
ქუთაისელი ახალგაზრდა გიორგი კუპრეიშველი ემიგრაციაში, ამერიკის შეერთებულს შტატებში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.
„ასეთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები არ უნდა ტოვებდნენ ამ ქვეყანას. დედა შვილს არ უნდა ტიროდეს და არც ერთი პატარა არ უნდა იზრდებოდეს მშობლის გარეშე…იმ ახალგაზრდა გოგომ რა დააშავა სიყვარულით რომ დაოჯახდა და ახლა განგებამ ასეთი ბედი არგუნა. წავიდა უცხო მიწიდან ყველაზე და ყველაფერზე მონატრებული.
ჩვენი უბნის ჩვენი ორი ჩიხის დიდი ტკივილი ხარ უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი”
„წავიდა და თან წაიყოლა ჩვენი ბავშვობა და ლამაზი მოგონებები, რა მწარე ყოფილა, ჩვენი ღიმილა კუპრა”
ტკივილიანი ზაფხული გვაქვს. ოქროს ბიჭს ვაცილებთ” – წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები
როგორც ცნობილია, გიორგის მშობლიურ ქუთაისში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.