ახალი ამბები

დედის თვალწინ ბავშვს მანქანა დაეჯახა – სად მოხდა შემთვევა და როგორია ბიჭის მდგომარეობა?

ბათუმში,  ავარიის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, გორგასალის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: resonancedaily .com

Back to top button