ახალი ამბები

ახალი დეტალები ავტოავარიაზე, რომელსაც ოჯახი ემსხვერპლა

2026 წლის 26 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს, სოჭ­ში სა­ზა­რე­ლი ავა­რია მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 3 ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­შავ­და. კრას­ნო­და­რის მხა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ტო­ა­ვა­რია “კუ­რორტნი პროს­პექ­ტის“ შე­მოვ­ლით გზატ­კე­ცილ­ზე, “პირ­ვე­ლი მა­მა­ის­კის“ გვი­რა­ბის შე­სას­ვლე­ლამ­დე მოხ­და.
Toyota Land Cruiser-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს 42 წლის მძღო­ლი მარ­თავ­და, რო­მელ­მაც ძლი­ე­რი წვი­მის დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­ა­ჭარ­ბა და­საშ­ვებ სიჩ­ქა­რეს. რო­გორც მე­დია გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, გზის სველ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­მო­ბილ­მა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა, გა­და­ვი­და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან და სრუ­ლი სიჩ­ქა­რით შე­ე­ჯა­ხა გვი­რა­ბის ბე­ტო­ნის პორ­ტალს. მძღო­ლი, მისი 40 წლის მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი – 5, 10 და 13 წლის მო­ზარ­დე­ბი, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. „კო­მერ­სან­ტის“ ცნო­ბით, ოჯა­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და და სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და.
მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ სამი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ავა­რი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ე­ბენ.

Back to top button