ახალი ამბები

დაკარგული გურამ დიდიანიძის “ფეისბუქის” გვერდზე 12 წლის შემდეგ პოსტი გამოქვეყნდა – რა წერია გამოქვეყნებულ ტექსტში?

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის “ფეისბუქ-გვერდზე” ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.

“მოვიდა დრო” [ასევე ითარგმნება, როგორც: “ჩვენ დრომდე”, “წამოვიდა დროზე”] – წერია პოსტში.

ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია.

დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

“სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა” – ამბობს კობა ახალაძე ვიდეოში.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button