ახალი ამბები

ქვეითს მანქანა დაეჯახა – სად მოხდა შემთვხევა? რა ვითარებაა ადგილზე?

ბათუმში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაშავებული კონტაქტურია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Back to top button