სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ადამიანს დაეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი მოზარდია! – geonewest.com
ახალი ამბები

სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ადამიანს დაეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი მოზარდია!

ბათუმში, გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების გზაჯვარედინთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ორ ქვეითს შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი მოზარდია.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: აჭარათაიმსი

Back to top button