ახალი ამბები
ევაკუაცია სკოლებში | ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია
ევაკუაცია თბილისის სკოლებში – სასწავლო პროცესი დღეს რამდენიმე სკოლაში შეწყდა. ევაკუაციაა ევროპულ სკოლასა და ქართულ – უკრაინულ სასწავლო დაწესებულებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია, მეორე ვერსიით კი შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ.