
მარნეულში კაცმა დაჭრა 3 ნათესავი, რომლებიც მის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual. ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ალგეთის ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში მოხდა.
მათივე ცნობით, დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.



