“შვილებმა დედა მოკლეს,სიკვდილის წინ არჩევანი შესთავაზეს..” – ნახეთ ვერც კი დაიჯერებთ რატომ მოკლეს შვილებმა საკუთარი დედა – geonewest.com
საინტერესოსაკითხავი

“შვილებმა დედა მოკლეს,სიკვდილის წინ არჩევანი შესთავაზეს..” – ნახეთ ვერც კი დაიჯერებთ რატომ მოკლეს შვილებმა საკუთარი დედა

მღვდელმონაზონი ირინეოსი 5 შვილის დედაზე წერს, რომელიც საკუთარმა შვილებმა მოკლეს. მიზეზი ქრისტიანობისთვის ერთგულება იყო, რის გამოც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის მოწამედ მიიღო.

“მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი მოწამე ჰყავს!

46 წლის ასაკში ქრისტიანული სარწმუნოებისთვის არაბი მართლმადიდებელი რაშა (მუკლაშა) რადიკალური ისლამის მიმდევარმა საკუთარმა სამმა ვაჟმა ავტომობილით გაიტაცა და ნაზარეთში მდინარე იორდანის პირას თოკით დაახრჩო…

ვაჟებმა დედას სიკვდილის წინ არჩევანი შესთავაზეს: სიკვდილი ან იესო ქრისტეს უარყოფა, დედამ იესო ქრისტე აირჩია და საკუთარი შვილების ხელით შეიმოსა გვირგვინი მოწამეობისა!” – წერს ირინეოსი.

შემთხვევა ისრაელის ტერიტორიაზე მოხდა. გამოცემა timesofisrael-ის ცნობით, დაკავებულნი არიან გარდაცვლილის 27, 23 და 20 წლის ვაჟები. ჯერჯერობით ბრალს მხოლოდ უფროსი ვაჟი აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა მარტომ ჩაიდინა.

რაშა მუკლაშა არაბი მუსლიმის ცოლი იყო, რომელსაც 5 შვილი ჰყავდა. მან მეუღლე და შვილები 2006 წელს მიატოვა, ისლამი უარყო და ქრისტიანობა მიიღო. ყოფილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან შვილებთან ურთიერთობა აღადგინა. როგორ ჩანს, ვაჟებმა დედას არ აპატიეს “დანაშაული” და მისი მკვლელობა დაგეგმეს. შემთხვევას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია
წყარო: mshoblebi. ge

Back to top button