ახალი ამბები

უმძიმესი კადრები, სადაც აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 1 პირი.

არსებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რასაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვიდეო: “TV პირველი”

Back to top button