
გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო: resonancedaily. com



