
ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მანქანას გაუჩნდა და თავდაპირველად ის აალდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის ორივე კონტაქტურია – ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.



