ახალი ამბები

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „მარნეული ნიუსი“ აქვეყნებს.

გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

Back to top button