
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში არასრულწლოვანმა თანატოლი დაჭრა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ცნობილია, რომ დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. „მთავარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
“მთავარი”



