ჰოროსკოპი

ნახეთ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები აპრილში

2023 წლის აპრილში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით. აღსანიშნავია, რომ 20 აპრილიდან ვერძისა და სასწორის ნიშნებში დაბნელება მოხდება, რაც სიმბოლურად მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას ასახავს. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ ირგვლივ ქორწილების, განქორწინების ან ურთიერთობის დაწყების ბუმი იქნება. გარდა ამისა, 6 აპრილს სასწორის ნიშანში სავსე მთვარე იქნება და ეს ურთიერთობების ახალ ეტაპს გამოიწვევს. ახალი მთვარე და დაბნელება კი 20 აპრილს ვერძის ნიშანში იქნება და ეს მოვლენაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დაგაყენებთ. ასტროლოგები ასახელებენ, 2023 წლის აპრილში ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ყველაზე დიდი ცვლილებები პირადი ცხოვრების თვალსაზრისით:

სასწორი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპრილში სავსე მთვარე სწორედ სასწორის ნიშანში იქნება, რაც პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცვლილებას გპირდებათ. ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, ქორწინების, განქორწინების, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღოთ. გარდა ამისა, 20 აპრილამდე შესაძლოა, დაგეგმოთ ნიშნობა. ასტროლოგების თქმით, მთელი თვის განმავლობაში მოულოდნელი შეხვედრების ძალიან დიდი შანსია. ამიტომაც, თუ ჯერ არ გყავთ პარტნიორი, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ აპრილში შეხვდეთ.

ვერძი

10 აპრილს ვერძის ნიშანში პლანეტა იუპიტერი და მზე შეერთდებიან. 20 აპრილს კი ახალი მთვარე და დაბნელება იქნება ამ ნიშანში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთელი თვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, იგრძნობთ უფრო მეტ ძალასა და თავდაჯერებულობას. შესაძლოა, იმდენად მოულოდნელად მიიღოთ პირადი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება, რომ თავად გაგიკვირდეთ. მაგალითად, საყვარელ ადამიანს შესთავაზოთ დაქორწინება, საცხოვრებლად ერთად გადასვლა, ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება, ან კიდევ განქორწინება. ფაქტია, რომ აპრილის თვეში თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაიწყება.

მორიელი 

აპრილში რეტროგრადული მერკური კუროს ნიშანში იქნება, რაც თქვენს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. მომდევნო თვის განმავლობაში საკუთარ ურთიერთობას უფრო სერიოზულად ჩაუღრმავდებით და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც მიიღებთ. დაფიქრდებით, გარკვეული სიტუაციის საბოლოოდ დასრულებაზე, ან კიდევ პირიქით, შესაძლოა, ყოფილი პარტნიორი დაგიბრუნდეთ. ასტროლოგების თქმით, რომელიმე მხარე ურთიერთობის განახლებას დაჟინებით მოითხოვს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი

აპრილში ახალი მთვარე თქვენს სასიყვარულო სექტორში იქნება, ამიტომაც დიდი შანსია, რომ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცვლილებები გქონდეთ. შეიძლება, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ, ან კიდევ უკვე არსებული მდგომარეობა განიმტკიცოთ. ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, ნანატრი ორსულობის შესახებ გაიგოთ, ხოლო მათ, ვისაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, 20 აპრილამდე შესაძლოა, პარტნიორმა დაოჯახება და ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოს.

ტყუპები

სასწორის ნიშანში სავსე მთვარე თქვენს სასიყვარულო სექტორში მოხდება, ამიტომაც პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. შესაძლოა, საბოლოოდ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელმაც დაგღალათ, ან კიდევ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა, ქორწინება, ერთად ცხოვრება შესთავაზოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პერიოდი იქნება.

მსგავსი სტატიები

Back to top button