ამ წყვილმა 9 წლის გოგონა იშვილა, თუმცა მალე მისი წარსულის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლე გაიგეს – geonewest.com
საკითხავი

ამ წყვილმა 9 წლის გოგონა იშვილა, თუმცა მალე მისი წარსულის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლე გაიგეს

კეთილი ცოლ-ქმარი ასეთ რამეს ვერასდროს წარმოიდგენდა ბერნი და დიანა ლეროუები შესანიშნავ წყვილად ითვლებიან. მათ ხუთი არაჩვეულებრივი ბიჭი აღზარდეს. როდესაც ოთხმა მათგანმა მშობლების სახლი დატოვა, ცოლ-ქმარმა მოინდომა, კიდევ ერთი ბავშვი გაეჩინა. მაგრამ დიანასთვის მშობიარობა სარისკო აღმოჩნდა და ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონა ეშვილათ.

როდესაც ბავშვთა სახლში პატარების ფოტოებს ათვალიერებდნენ, მათი ყურადღება მიიპყრო შავ-თეთრმა, არც ისე კარგი ხარისხის ფოტომ, რომლიდანაც გამჭოლი მზერით ლამაზი გოგონა იყურებოდა. ეს ფოტო მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა დანარჩენი ფერადი ფოტოებისაგან. დიანას შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ სწორედ ეს გოგონა უნდა წაეყვანათ.

როდესაც ბერნიმ და დიანამ თქვეს, რომ უნდოდათ იმ გოგონას შვილად აყვანა, სოციალური აგენტები შეეცადნენ, ჩარეულიყვნენ ამ არჩევანში და წყვილს უარი ეთქვა ამ იდეაზე, თუმცა ვერ შეძლეს. მაშინ აგენტებმა სიმართლე უამბეს ცოლ-ქმარს.

საშინელი მოპყრობის გამო გოგონას ფსიქიკური განვითარება ახალშობილის ტვინის განვითარების შესატყვისი იყო. 9 წლის ბავშვი პამპერსებში დადიოდა. ის-ის იყო გადაეჩვია საწოვარას, ლაპარაკიც კი არ შეეძლო…

ცოლ-ქმარი მაინც თავის აზრზე იდგა. მაშინ აგენტებმა კიდევ გააგრძელეს მოყოლა მისი წარსულიდან. აღმოჩნდა, რომ ბავშვი პრაქტიკულად ველური იყო. 7 წლამდე მას მშობლები როგორც ცხოველს, ისე ექცეოდნენ! დეტექტივი მარკ ჰოლსტი იხსენებს: “27 წელია პოლიციაში ვმსახურობ, ეს ყველაზე საშინელი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში. ბინაში, სადაც ბავშვი ცხოვრობდა, ყველგან სიბინძურე იყო. ჭერში აბლაბუდები ეკიდა, იატაკზე ძაღლის ფეკალიები გროვებად ეყარა, ყველგან ტარაკნები დარბოდნენ. ამ სიბინძურეში ვიპოვეთ საშინლად გამხდარი 7 წლის გოგონა, სველი საფენებით“.

გოგონას ბიოლოგიურ დედას ჩამოართვეს დედობის უფლება და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნეს. ბავშვი კი სპეციალურ ბავშვთა სახლში ჩააბარეს.

თანამედროვე მაუგლი – 9 წლის ტყიური გოგონა, რომელიც იშვილეს

დანიელა ნელ-ნელა გადიოდა ადაპტაციას, მაგრამ პროცესი ძალიან ნელა მიდოდა წინ. წელიწადნახევრის განმავლობაში ბავშვმა მხოლოდ მკვრივი საკვების ჭამა ისწავლა. დანარჩენი ისევ ისე უცვლელი რჩებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, წყვილს მაინც უნდოდა დანიელის შვილად აყვანა.

“როდესაც პირველად დაგვინახა, შეშინებული კუთხეში მიიმალა. თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა”, – იხსენებს დიანა.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ პირველივე წუთებიდან მათ შორის სულიერი კავშირი დამყარდა. როდესაც დანიელი უცხო ადამიანებს ხედავდა ისტერიკაში ვარდებოდა. ამ შემთხვევაში კი სულ სხვანაირად მოიქცა.

2 კვირის მანძილზე დიანა და ბერნი ყოველდღე მიდიოდნენ დანიელის მოსანახულებლად. როდესაც საბოლოოდ მიეჩვია ბავშვი ახალ მშობლებს, წყვილს ნება დართეს, სახლში წაეყვანათ ის.

რა თქმა უნდა, დიანას და ბარნის გოგონას აღზრდაში პროფესიონალი ფსიქოლოგები და პედაგოგები ეხმარებოდნენ. გოგონა თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. 13 წლის ასაკში მისი გონებრივი განვითარება 6 წლის ბავშვის მონაცემებს უტოლდებოდა, ახლა კი მისი გონებრივი მაჩვენებელი საშუალო კლასის დონეზეა.

დიანამ და ბერნიმ საკუთარ მაგალითზე აჩვენეს ყველას, რომ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ამ ამბავზე მოგვიანებით დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს და წიგნიც დაიწერა, დანიელი კი დღესაც ცხოვრობს დედობილ-მამობილთან და ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მიდის წინ.

Back to top button