
ბათუმიდან აფრენილი კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ავარიულად დაეშვა.
ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.
შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პირი ბელგიის მოქალაქეები არიან.
„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი მათგანი 55 წლისაა, მეორე კი 69 წლის. ისინი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნა რიზეს გუბერნატორმა.
ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



