ახალი ამბები

ერთი ადამიანი დასდგომია გურიკას მამას პირზე, ბავშვი ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო – რა ინფორმაციას ავრცელებს გურიკა დადიანიძის დედა

გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები – 12 წლის წინ მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დამ, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში “შენი ამ­ბა­ვი თა­ი­ას­თან” ისა­უბ­რა

მე მინდა მივმართო რევაზ დადიანიძეს, თორმეტი წლის წინ ითხოვდი მკვდარი შვილის პოვნას, თორმეტმა წელმა ნუთუ ასე გაგიქვავა გული, რომ დღეს არ გინდა საკუთარი შვილი იპოვო, რა მდგომარეობაში დაიკარგა, რა მდგომარეობაშია ახლა და სად არის შენი ერთადერთი შვილი, რომელსაც დღემდე ვეძებ. დგახარ შენ და სახლების რემონტებს უნდები… თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და შენ მალავ ჩემს შვილს, არასდროს ჩათვალო, რომ ამ ყველაფერს გაპატიებ. თუ ჩემი ტანჯვით გაზრდილ შვილზე ან მამიდას ან მამას რამე წვლილი მიგიძღვით, იცით და არ მიჩენთ ჩემს შვილს, ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლებათ. თუ გურამ დადიანიძე ცოცხალია, მაშინ მას გონება არ აქვს. ის მე არასდროს მიმატოვებდა. თუ გურამის ფსიქოტროპულ წამლებზე რეაქცია მოხდა და გონება აურიეს და მაგ მდგომარეობაშია, რომ ვერ იხსენებს ვინ არის – ამ შემთხვევაში ცოცხალია. თუ გურიკა ცოცხალი არ არის ესეც თქვენი ბრალია. ვიბრძოლებ იქამდე სანამ არ ვიპოვი. სოფლიდან გამოვიდა ამბავი, ერთ-ერთი ადამიანი დასდგომია რეზოს [გურიკას მამას] პირზე, ბავშვი ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო… რეზო წამოსულა იქიდან. ბოლო დარეკვის დროს კახა [გელაშვილმა] მითხრა: ჯერ მოვიდეს აქ შენი ნარკომანი შვილი და უნდა დავამკვდარო ისე ვცემო, ასეთ ამბავში რომ ჩამაგდოო…” – განაცხადა 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში “შენი ამბავი თაიასთან”.

Back to top button