ახალი ამბები

საქართველოს ჩემპიონი ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაიღუპა – როგორ მოხდა ტრაგედია და ვინ არის გარდაცვლილი?

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, რუსთავისკენ მომავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოტოსპორტში საქართველოს ჩემპიონი დავით რობანაშვილია.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

Back to top button