დააფასეთ ჩვენი ქვეყანა: „რაც საქართველოში 12 ლარი ღირს, ამერიკაში 9307 დოლარი დამიჯდა, კინაღამ გულმა დამარტყა…“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი გოგონა? – geonewest.com
ახალი ამბები

დააფასეთ ჩვენი ქვეყანა: „რაც საქართველოში 12 ლარი ღირს, ამერიკაში 9307 დოლარი დამიჯდა, კინაღამ გულმა დამარტყა…“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი გოგონა?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელენე აბრამიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სწავლობს. მას ერთ-ერთ საავადმყოფოში მისვლა მოუწია, აიღო სისხლის საერთო ანალიზი და გადაიღო ექოსკოპია, რისი ღირებულებაც 9 307$ აღმოჩნდა:

9 307$ დამიჯდა ამერიკაში სისხლის საერთო ანალიზის და ექოსკოპიის გაკეთება.ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი.

ჩემი როგორც „ინთერნეიშენალ” სტუდენტის ჩაწერა ექიმთან უფრო რთულია, ამიტომ წავედი ემერჯენსიში. ამიღეს სისხლის საერთო ანალიზი და გადამიღეს ექოსკოპია.

3 კვირის შემდეგ მომივიდა „ბილი”, ლამის გულმა დამარტყა. დაზღვევამ დაფარა 8 000 რაღაც და მე უნდა გადავიხადო 592$. რაში უნდა გადავიხადო? ანალიზში, რომელიც საქართველოში 12 ლარი ღირს? “, ამბობს ელენე აბრამიძე.

Back to top button