ახალი ამბები

“დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა. მაგრამ დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის… მკვლელმა დათო პაატაშვილმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია. დათო პაატაშვილი სოფო ბერუაშვილის შვილია.მე როგორც დედას მასთან კითხვა მაქვს, რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი? ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია. ჩემო სუნთქვა, დათო, დე. დედა არასდროს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველა გამოცდა კაცურად ჩააბარე“, – წერს ეკა მხატვრიშვილი.

დავით ნარიმანიძე 17 წლის ასაკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლეს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში. ის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა.

Back to top button