
ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. “ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
“ნაგავს ყრიდა ეს კაცი და მანქანა დაეჯახა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის”, – ამბობენ თვითმხილველები.
პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: “ინფო იმერეთი”



