
ისრაელში, კერძოდ ქალაქ ჰაიფაში პოლიცია გაუჩინარებულ მირიამ ვასაძეს ეძებს.

როგორც მედია და დაკარგული გოგონას ახლობლები იუწყებიან, მირიამი ბოლოს 13 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ქვემო ადარში, ბარზილაის ქუჩაზე ნახეს. ის სახლიდან ეზოში გასასეირნებლად გავიდა, თუმცა აღარ დაბრუნებულა.
ისრაელის პოლიცია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
- მირიამ ვასაძის სიმაღლე 1.60 სანტიმეტრია;
- აღნაგობა: გამხდარი;
- თმა: ყავისფერი, მოკლე;
- თვალები: ყავისფერი;
- სამოსი: გაუჩინარების მომენტში ეცვა შავი ტანსაცმელი და თეთრი ფეხსაცმელი.
ისრაელის პოლიცია მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია მირიამ ვასაძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციის ცხელ ხაზს ნომერზე 100 ან დარეკონ ჰაიფას პოლიციის განყოფილებაში 054-591-1201. განაგრძეთ კითხვა>>>



