ახალი ამბები

“პატარა ჯირკვალი ჰქონდა, ზაზა ზაუტაშვილმა უთხრა, არანაირი საშიშროება არ აქვს, 15 წუთიანი ოპერაცია არისო…” – რას ამბობს 32 წლის სიმა კულიევას დედა

32 წლის სიმა კულიევას ოჯახის ინფორმაციით, პირველ სამშობიარო კლინიკაში ოპერაციის შემდეგ სეფსისი განუვითარდა და 2 კვირა კომაშია. “ტვ პირველთან” ქალის დედა საუბრობს:

“პატარა ჯირკვალი ჰქონდა. ზაზა ზაუტაშვილმა უთხრა, არანაირი საშიშროება არ აქვს, 15 წუთიანი ოპერაცია არისო, გაგიკეთებო, არანაირი საშიშროებაო, საღამოს წახვალ სახლშიო. საღამოს ვერ წავედით სახლში, იმის მერე ჩემი შვილი მძიმდება და მძიმდება… გთხოვთ დაეხმაროთ ჩემ შვილს, 6 წლის შვილი ჰყავს, არ გაწიროთ. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, ღმერთის სახელით” – ამბობს სიმა კულიევას დედა.

ცოტა ხის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო პირველ სამშობიარო კლინიკაში. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა ექიმმა, ზაზა ზაუტაშვილმა, რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა. 32 წლის ქალის ოჯახი სხვა კლინიკაში ითხოვს გადაყვანას.

Back to top button