თხრილში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა და შემდეგ ამოტრიალდა – ეს ამ მაგისტრალზე უკვე მერამდენე შემთხვევაა – geonewest.com
ახალი ამბები

თხრილში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა და შემდეგ ამოტრიალდა – ეს ამ მაგისტრალზე უკვე მერამდენე შემთხვევაა

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტობანზე ე.წ. გაჩიანის ხიდთან, “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის სანიაღვრე თხრილში გადავარდა, რის შემდეგაც ამოყირავდა. 

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმმა პაციენტს ადგილზე გაუწია, შემდეგ კი მისი გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოხერხდა.

ინფო რუსთავი

Back to top button