ახალი ამბები

(ვიდეო) ტრაგედია პირდაპირ ეთერში – წირვის დროს მღვდელს ჯვარი დაეცა, ის ადგილზე გარდაიცვალა

ეკვადორში მღვდელს წირვის დროს ჯვარი დაეცა – ის ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივი მედია ავრცელებს კადრებს, სადაც შემთხვევა პირდაპირ ეთერშია ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ მღვდელი პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი წირვას ატარებდა, რა დროსაც საკურთხევლის უკან კედელზე დამაგრებული დიდი ჯვარი ჩამოვარდა და მას დაეცა.

ამის შემდეგ, კადრებში ჩანს, რომ მღვდელი წაიქცა და წირვა შეჩერდა. მედიის ინფორმაციით, ეკლესიაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Back to top button