(ფოტოები) ცივილიზაციისგან შორს… ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში! – geonewest.com
საინტერესო

(ფოტოები) ცივილიზაციისგან შორს… ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

ცივილიზაციისგან შორს, ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში – დესანას ტომი. ავსტრალიელ ფოტოგრაფმა, დეივიდ ლაზარმა გადაწყვიტა ამაზონის ჯუნგლებში
სტუმრობა. მან მსოფლიოს ყველაზე ნატურალური “დესანას” ტომის ცხოვრება თავის ფოტოების საშუალებით აღწერა და მთელს მსოფლიოს გაუზიარა.

დესანას ტომი მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ამაზონის ჯუნგლებში, ბრაზილიის დედაქალაქიდან 5 000 კილომეტრის მოშორებით.

ტომის ადგილმდებარეობაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ, ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მანამუსიდან, ნავების საშუალებით. 30 წლის დეივიდ ლაზარმა ქალაქ მანამუსიდან რამოდენიმე საათიანი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია დესანას ტომის საზღვრებს….

დეივიდ ლაზარი მოგზაურობის შესახებ დაწვრილებით გვიყვება, მოდი ვნახოთ რააზრისაა ავსტრალიელი ფოტოგრაფი, მსოფლიოს ყველაზე ნატურალურ ტომზე…..

“ისინი ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანები არიან. ტომის ლიდერი ტრადიციულ მაკიაჟს ატარებს, თავზე სხვადასხვა ფერის ბუმბულებით მორთულ “ქუდს” ატარებს. ხშირად იღიმიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშიდობიანი და ბედნიერები არიან”.

” თუ დააკვირდებით ჩემს გადაღებულ ფოტოს, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტომში ოჯახური სიყვარული. ბებია და დედა პატარას ორივე მხრიდან ეხუტებიან, კოცნიან და ეფერებიან”.

“მამაკაცებს თავები მაკაუს სახეობის თუთიყუშის ბუმბულებით აქვთ მორთული, ესმათი სიძლიერის, ერთგულების და პიროვნული ხასიათის სიმბოლოა”.

“ეს დიდი და ლამაზი ქვეყანაა, ტურისტებს ძალიან მოსწონთ ბრაზილია, მაგრამ ჩემიაზრით, ძალიან ბევრს დაკარგავენ, თუ ამ ტომს არ ესტუმრებიან”.

ადგილობრივებმა დეივიდ ლაზარს რამოდენიმე კილომეტრით მოშორებით მდებარეიგუაზუს ჩანჩქერი აჩვენეს და ამ ჩანჩქერის შესახებ საინტერესო ისტორია მოუყვეს…

“ლეგენდის თანახმად, არსებობდა ერთი ლამაზი გოგონა, სახელად ნაიპი. ამ ლამაზმანზე შეყვარებული იყო ერთ-ერთი ღმერთი, რომელმაც მისი რჩეული თავისნაირ მოკვდავთან ერთად დაინახა, როდესაც ამაზონის ტყიდან გარბოდნენ. განრისხებულმა ღმერთმა მდინარე შუაზე გაყო და ორივე სამუდამოდ წყლების ქვეშ დაამწყვდია…”

დეივიდ ლაზარმა ადგილობრივ ტომებთან საერთო ენის გამონახვა, სხვადასხვა ენების გამოყენებით შეძლო. მან ისინი ფოტოების გადაღებისთვის დაითანხმა და რაც შეიძლება ბევრჯერ გაუღიმა, რაც ადგილობრივებისთვის მეგობრობის და მშვიდობის ნიშანია.

Back to top button