“ეს ადამიანი გატყუებთ… ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით” – გივიკო დიდია საგანგებო მიმართვას ავრცელებს – geonewest.com
ახალი ამბები

“ეს ადამიანი გატყუებთ… ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით” – გივიკო დიდია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

გურული მომღერალი თაღლითურ სქემაზე ალაპარაკდა – გივიკო დიდია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
ის ამბობს, რომ იქმნება უამრავი გვერდი თუ ჯგუფი, რომელშიც მომღერლისა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის სახელით ძვირადღირებული ნივთების გათამაშება მიმდინარეობს. გივიკო დიდია გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული გათამაშებების უკან თავად არ დგას და მსგავს გვერდებსა თუ ფეიკ-ექაუნთებს არ დაუჯერონ. მომღერალი გამომწერებს ბოდიშს უხდის შექმნილი გაუგებრობის გამო.

Back to top button