ახალდაქორწინებულებმა ქორწილის ღამეს ლოგინში პატარძლის ხელისმომკიდე მიიწვიეს – geonewest.com
საზოგადოებასაკითხავი

ახალდაქორწინებულებმა ქორწილის ღამეს ლოგინში პატარძლის ხელისმომკიდე მიიწვიეს

ახალდაქორწინებულებმა დიდი ბრიტანეთიდან ქორწილის ღამე მეჯვარესთან ერთად გაატარეს. მათი ეს უჩვეულო ამბავი YouTube შოუში Love Don’t Judge-ზე გავრცელდა.
26 წლის ქეთიმ და 25 წლის დენმა, დიდი ბრიტანეთიდან, 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ახლახან იქორწინეს დევონის საგრაფოში.
Love Don’t Judge(სიყვარულს ნუ განსჯით)ეს არის გადაცემა იმ ადამიანებზე, რომელთა რომანტიული ურთიერთობები საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს სცილდება, მათ ისაუბრეს საკუთარ სექსუალურ ემანსიპაციაზე.

ყველაფერი იმით დაიწყო, როცა დენმა ქეთის უთხრა, რომ სურდა მისი სხვა მამაკაცთან ერთად საწოლში ნახვა. თავდაპირველად გოგონა შოკირებული იყო საყვარლის თხოვნით, მაგრამ მისი იდეა გახდა სტიმული მისთვის საკუთარი სექსუალურობის შესასწავლად. მათ დაიწყეს სექსუალური ექსპერიმენტების ჩატარება სხვადასხვა ვითარებაში.
ქორწილში ქეთიმ დაარწმუნა ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც თან მეჯვარედ გაჰყვა, რომ ქორწილის ღამეს მესამე მონაწილე ყოფილიყო.
ორივეს ძალიან მოეწონა გამოცდილება. „ის, რომ ის ჩემი საუკეთესო დაქალია, ჩვენი თავგადასავალი მართლაც კომფორტული გახადა“, – თქვა ქეთიმ.

დანის თქმით, ქორწილის ღამე ნამდვილად “დამამახსოვრებელი” იყო.
წყვილი დიდი ხანია სხვა სვინგერებსაც ხვდება. სექსუალური ჰორიზონტის გაფართოებამდე, ქეთის და დენს თავიდან ორჭოფობა ეტყობოდათ პოტენციური ეჭვიანობის გამო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ორივე მიხვდა, რომ ეჭვიანობა, რომელსაც განიცდნენ სექსის დროს, მხოლოდ აძლერებს მათ ინტერესს ერთმანეთის მიმართ და არ ანგრევს ურთიერთობას.
ამავდროულად, ზოგჯერ წყვილი კვირაში რამდენჯერმე მიდის პაემანზე სხვა ადამიანებთან, ზოგჯერ კი თვეობით მხოლოდ ორნი ერთად ატარებენ დროს. ქეთი აღიარებს, რომ მას სიამოვნებს ქმრის სხვისთვის “გაზიარება”. 

თუმცა, სექსუალური ტაბუების გარეშე ცხოვრების ყველა უპირატესობის მიუხედავად, ქეთის სერიოზული სირთულეები შეექმნა ნათესავების მხრიდან. მისმა ოჯახმა არ მიიღო გოგონას გადაწყვეტილება, ეცხოვრა მონოგამიის გარეშე; ახლობლები დენთან მისი ურთიერთობის ფორმატს “ამაზრზენს” უწოდებენ და პროტესტის ნიშნად, მათ ქორწილსაც კი არ დაესწრნენ..

ერთი კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button